მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბაკურიანის" მინერალური წყლის სპრეი გაყიდვაშია და საშუალოდ 10 ლარი ღირს

5c9dbd3141072
ლიკა გურაბანიძე
29.03.19 10:34
12867
"ბაკურიანის" მინერალური წყლის სპრეი გაყიდვაში ჩაეშვა. როგორც bm.ge-ს "აიდიეს ბორჯომში" განუცხადეს, პროდუქციის ღირებულება საშუალოდ 10 ლარია და ის თავდაპირველად "სუფთა სახლის" ქსელებში გამოჩნდება.

სპრეი აპრილის ბოლომდე აფთიაქებსა და მსხვილ სუპერმარკეტებში ("ფრესკო", "გუდვილი"), თავის მოვლის საშუალებებისთვის განკუთვნილ განყოფილებებში გაიყიდება.

bm.ge-სთან საუბრისას კომპანიაში განმარტავენ, რომ "ბაკურიანის" მინერალური წყლის სპრეი ჩეხეთში კომპანია Czech Aerosol-ის მიერ იწარმოება. ახალი პროდუქტის გამოყენება ნებისმიერი ტიპის კანის დასატენიანებლად წელიწადის ყველა დროს იქნება შესაძლებელი. პროდუქტის ვიზუალურ ნაწილზე, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს დიზაინერმა ანი ჭოღოშვილმა იმუშავა.

"მინერალური წყლის სპრეის სახით გამოშვება მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა და ძალიან გვინდოდა ქართველი მომხმარებლისთვისაც შეგვეთავაზებინა მსგავსი სიახლე.

თავდაპირველად, წყაროს წყალი "ბაკურიანი", გავაგზავნეთ ჩეხეთში, კომპანიაში რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს. Eurofins CZ.s.r.o-მ ჩაატარა კვლევა და პროდუქტი Colipa - The European Cosmetic and Perfumery Association -ის გაიდლაინით შეაფასა, რის შემდეგაც, მივიღეთ დადებითი პასუხი და დავიწყეთ წარმოების პროცესი“, - განუცხადა bm.ge-ს "ბაკურიანის" ბრენდ მენეჯერმა სალომე ბეჟიტაშვილმა.

"ბაკურიანის" მინერალური წყალი "აიდიეს ბორჯომის" ჯგუფში შემავალი კომპანიაა. "ბორჯომი" ვულკანური წამოშობის მინერალური წყალია, რომლის არსებობაც 1 500 წელს ითვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები