მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატი თიბისის და სილქნეტის პარტნიორობით

BM.GE
14.02.23 10:28
269
ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ერთ კვირაში აირებს სტარტს. ჩემპიონატი თიბისის, სილქნეტის და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოში პირველად ტარდება და 16 თებერვლიდან 5 მარტამდე გაგრძელდება. ჩემპიონატი ქვეყნისთვის ისტორიული მოვლენაა, რადგან საქართველომ პირველად მოიპოვა მსოფლიო მასშტაბის ზამთრის სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლება. ბაკურიანი სპორტულ აქტივობებთან დაკავშირებული კურორტია და წლის მთავარი მოვლენაც სწორედ მისი მასპინძლობით ჩატარდება. ჩემპიონატზე წარმოდგენილი იქნება თავისუფალი სტილით სრიალის ყველაზე ექსტრემალური სახეობები. ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 700-მდე ათლეტი 42 ქვეყნიდან. 

სტუმრები: მაკუნა თავბერიძე - თიბისის მარკეტინგის ხელმძღვანელი;
კატო ჯავახიშვილი - სილქნეტის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები