მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო

5b4af54a708a2
BM.GE
15.07.18 11:17
2020
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობა დაიწყო. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება.

პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 2.5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა მოგვარდება.

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ახორციელებს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელ, დაახლოებით, 8 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები