მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაკურიანში " Rooms Hotel Kokhta" 2019 წლის გაზაფხულზე გაიხსნება

5c1aa4175f4e0
ელენე გოგბერაშვილი
19.12.18 19:40
3884
„აჭარა ჯგუფი“ და “GRDC” ბაკურიანში, „კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის“ სასტუმროს პროექტს „თიბისი“ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით განახორციელებენ.

„რუმსის“ სასტუმრო „კოხტა გორაზე“ ახალი სათხილამურო ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე, არანაკლებ 92-ნომრიანი სასტუმროს და 70 აპარტამენტის მშენებლობას ითვალისწინებს.

„აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელის ვალერი ჩეხერიას განცხადებით, სასტუმრო „Rooms Hotel Kokhta” ბაკურიანში, „კოხტა გორას“ ტერიტორიაზე, კოხტას ახალი სათხილამურო ტრასის საბაგიროსთან განთავსდება.

იგი წელიწადის ოთხივე სეზონზე მომსახურება სტუმრებს და პირველ დამსვენებელს 2019 წლის ზაფხულის სეზონზე მიიღებს.

Rooms Hotel Kokhta” Ski-in, Ski-out-ის ტიპის პირველი სასტუმრო იქნება, რაც გულისხმობს სათხილამურო ტრასებზე ასვლა/დაბრუნებას ან სხვა სათხილამურო ხაზებზე გადასვლას მხოლოდ საბაგირო ინფრასტრუქტურით, რაც სასტუმროს მომიჯნავე ტერიტორიიდან იქნება შესაძლებელი.

პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონ დოლარს აღემატება. 5,4 მილიონი დოლარი „თიბისი ბანკის“ და EBRD-ის მიერ გაცემული სესხით დაფინანსდება, დანარჩენი კი, GRDC-ის და ‘აჭარა ჯგუფის“ კაპიტალია.

ამჟამად, სასტუმროში შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები