მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში დამატებით 20-მდე ტურისტული ობიექტი დამსვენებლებს წყალარინების ახალი ქსელით მოემსახურება

5b978a2e9a26e
BM.GE
11.09.18 13:25
443
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტურისტულ ზონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების შიდა ქსელების მოწესრიგებას აგრძელებს.

ამჯერად, დაბა ბაკურიანში დამატებით 20-მდე ტურისტულ ობიექტზე ახალი საკანალიზაციო ქსელი მოეწყო. შედეგად, დამსვენებლებს ზამთრის კურორტი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით მოემსახურება.

ტურისტულ ობიექტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია, გამომდინარე აქედან საკანალიზაციო სისტემის გამართული ფუნქციონირებითვის ქსელი განვითარებას საჭიროებდა. მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნული ობიექტებია განთავსებული წყალარინების ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობდა.

სამუშაოები კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ფილიალმა უკვე დაასრულა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები