მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში დამსვენებლებს აპარტამენტებს ფასდაკლებით ვთავაზობთ - Inn Group-ის გამოსავალი

5fd379d7e8a8b
ვიქტორია მღებრიშვილი
11.12.20 22:00
1736
სასტუმროებისა და აპარტამენტების მმართველი კომპანია Inn Group-ი ბაკურიანში სასტუმროს ოპერირების შენარჩუნებისთვის დამსვენებელს ტერიტორიაზე არსებულ აპარტამენტებს ფასდაკლებით სთავაზობს. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის კომპანია ბაკურიანში 36 აპარტამენტს მართავს.

„მოთხოვნა არის, თუმცა დიდი არა. ეს ეპიდემიოლოგიური ვითარებითაც და დახურული საბაგიროების ფაქტორებით აიხსნება. ძირითადად მომხმარებელს დაბალი ფასებით ვიზიდავთ, რითიც ფინანსურ მოგებაზე საუბარი არ შეიძლება გვქონდეს. აპარტამენტების მინიმალური ღირებულება 160 ლარიდან იწყება. შეთავაზებაში არ შედის საერთო სასადილოების მომსახურება. თითოელ აპარტამენტში არის სამზარეულო, თუმცა, გარდა ამისა, დამსვენებელს საკვების მიწოდების სერვისსაც ფასდაკლებებით ვთავაზობთ. ეს საშუალებას მოგვცემს რესტორნის აქტივობაც“, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

ერეკლე კოკაია ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არა მოგების გამო, არამედ კომპანიის აქტივობის შენარჩუნებისთვის მიიღეს.

„მაგალითისთვის გუდაურში სასტუმრო საკარანტინე რეჟიმში მუშაობს და მომავალი თვიდან მის სრულად დახურვას ვგეგმავთ, ხოლო ბაკურიანში აპარტამენტების გაქირავება სრულად დახურვის საშუალებას არ მოგვცემს და ვფიქრობთ, რომ სასტუმრო ფუნქციონირებას საკარანტინე სივრცედ დაბალი დატვირთვის პირობებშიც განაგრძობს. გარდა ამისა ეს ბაკურიანში ჩვენს დასაქმებულებს სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებს.

ბაკურიანს ორი გამოსავალი ჰქონდა - ერთი აპარტამენტების გაქირავებით და მეორე ის, რომ ბაკურიანი მეტ-ნაკლებად საბაგიროების გარეშეც ადგილობრივებში მოთხოვნადი კურორტია, რაც შეეხება გუდაურს, იქ რომც მოგვცენ ოპერირების უფლება, არ ვფიქრობთ, რომ მოთხოვნა იქნება, რადგან საბაგიროები გათიშულია“, - აცხადებს ერეკლე კოკაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები