მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბაკურიანში დიდველის საბაგიროს გათიშვა დენის წასვლამ გამოიწვია"

59a5625d3e534
BM.GE
29.08.17 16:45
1326
ბაკურიანში დიდველის საბაგიროს გათიშვა დენის წასვლამ გამოიწვია, - ამის შესახებ "საქმის კურსს" "მთის კურორტების მართვის" კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ წუთისთვის საბაგიროში გაჭედილი მგზავრები აღარ არიან, რადგანაც საბაგირო დიზელ-გენერატორის მეშვეობით აამუშავეს და მგზავრები ჩამოიყვანეს.

ონოფრიშვილის განმარტებით, ტურისტების ნაწილი საბაგიროს პირველ, მეორე და მესამე სადგომებზე რჩება, თუმცა, მათს ჩამოსაყვანად მანქანებია გაშვებული, ნაწილი კი საბაგიროს მეშვეობით ტოვებს მიმდებარე ტერიტორიას. საბაგირო ამ წუთებშიც დიზელ-გენერატორზე მუშაობს, რადგან ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ამ დრომდე ვერ მოხდა.

ონოფრიშვილის თქმით, ტურისტების ნაწილი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში საბაგიროში იყო ჩარჩენილი, სანამ ადმინისტრაციამ გენერატორი ჩართო.

"ენერგო პრო ჯორჯიაში" კი აცხადებენ, რომ საბაგიროს მათგან დენი მიეწოდება, თუმცა, ავარია, სავარაუდოდ, შიდა ქსელშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები