2023 წლის ბაკურიანის ჩემპიონატი ოფიციალურად გახსნილია. ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ღონისძიება 18 თებერვალს იყო და პირველი ფინალებიც დაისტარტა. შეჯიბრებაში მონაწილეობას 700-ზე მეტი სპორტსმენი იღებს და ის 5 მარტამდე გაგრძელდება. მთავარი ლოკაციები დიდველისა და კოხტას მთებია. სწორედ აქ შეიკრიბება ასობით სპორტსმენი 42 ქვეყნიდან 7 სახეობაში საასპარეზოდ. მათ შორის გამოვლენ ქართველი ათლეტები სქი-ქროსის და ფრისტაილის კატეგორიაში. სილქნეტი მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენია.