მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება 7 მლნ ევრომდე დაჯდება

5afec41a52a9d
ელენე გოგბერაშვილი
18.05.18 16:14
784

 "ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას დაახლოებით 7 მლნ ევროს ინვესტიცია დასჭირდება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

"ამ წუთში გვაქვს მიახლოებული გათვლები გაკეთებული. სავარაუდოდ, 7 მილიონი ევროს ინვესტიციები იქნება გასაკეთებელი იმ სამუშაოებზე, რომელიც დღეს არის იდენტიფიცირებული. პროექტის განვითარების კვალობაზე, აქტიურად დავიწყებთ მუშაობას და დაზუსტდება ბიუჯეტი. ეს ინფრასტრუქტურა არ მოემსახურება მხოლოდ ერთ ჩემპიონატს, ინფრასტრიქტურა დარჩება ქვეყანაში. ჩვენ ყოველწლიურად არაერთი ათეული მილიონის ინვესტიციას ვახორციელებთ მთის კუროტებში. წელსაც დარწმუნებული ვარ საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურის განვითარება გვექნება. გუდაურში იმედია მოესწრება სამი საბაგიროს მშენებლობა. შესაბამისად, ყველა მიმართებით ჩვენ ძალიან აქტიურები ვიქნებით’’-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები