მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში "პანორამა მგზავრების" ახალი სასტუმროს მშენებლობა იწყება

5ba8f1596cad7
სალომე ჭიპაშვილი
24.09.18 19:00
2174
კომპანიის მე-12 პროექტი 125 ნომრიანი მაღალი კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება, საიდანაც 45 ნომერი აპარტამენტად გაიყიდება. 2 ჰექტარზე განთავსებული სასტუმრო სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდგენილი. აუზი სასტუმროს სახურავზე, სპა-ცენტრი, საბავშვო მოედნები, დიდი სუპერმარკეტი, რესტორანი და კვების ობიექტები, ეს ის მოკლე ჩამონათვალია რომელთაც უახლოს ორ წელიწადში დასრულებული სახით იხილავს საზოგადოება.

"ვინც სასტუმრო ნომერს იყიდის, ის განთავისუფლებული იქნება ყოველწლიური გადასახადისგან, აგრეთვე არ გადაიხდის კომუნალურებს და თავად მფლობელი დაისვენების შემთხვევაში, სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ყველა ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებს. აპარტამენტის ფლობის შემთხვევაში, ეს ყველაფერი ფასიანია.“- აღნიშნავს გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „მგზავრების“ დამფუძნებელი, დავით ცერცვაძე.

"პანორამა მგზავრების“ მე-12 პროექტის მშენებლობაში 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო სასტუმროს ნომრის ღირებულება ყიდვის შემთხვევაში კვადრატული დაახლოებით 3500 ლარი იქნება. მშენებლობის დაწყება ოქტომბრიდან იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები