მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაკურიანში ყინულის მოედანი აშენდება

5b1a56397f7da
BM.GE
08.06.18 14:20
1920
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბაკურიანში მრავალფუნქციური ყინულის მოედნის მშენებლობას გეგმავს. პროექტის კონცეპტუალური გეგმა განიხილეს მუნიციპალური განვითრების ფონდში.

შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ბაკურიანში მრავალფუნქციური ყინულის მოედნის პროექტირება საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება . 

სამშენებლო სამუშაოს დაწყება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები