საქართველოში დაბა ბაკურიანთან თბილისის დროით 16:38 წუთზე მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 13 კმ-ში, დაბა ბაკურიანიდან კი 1 კმ-ში იყო და ბიძგების სიმძლავრე 3.4 მაგნიტუდა იყო.