გუშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც bm.ge-ის გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საბჭოს წევრებმა ბალდის კანიონის განვითარების პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში გასვლითი შეხვედრა გაიმართება ბალდის კანიონის ტერიტორიაზე და ადგილზე მოხდება გარემოზე ზემოქმედების ასპექტების გაცნობა. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მიწურულს, ბალდის კანიონის მოწყობის სამუშაოები შეჩერდა.
მიზეზი, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი იყო. საქმე ის არის, რომ ბალდის კანიონი დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში 2013 წელს გადავიდა. მიმდინარე პროექტი სწორედ სააგენტომ შეიმუშავა და 2022 წელს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში კომპანიამ სახელწოდებით „კანიონი 350“ გაიმარჯვა, რომელსაც ხეობის 2500-მეტრიანი მონაკვეთის ნაწილზე - 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე 40-წლიანი იჯარით კონკრეტული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად გადაეცა. რა შედეგებით დასრულდა გუშინდელი შეხვედრა და როგორია გეგმა მიმდინარე წლისთვის?
სტუმარი: ნინო ჩხობაძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე;