მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბალნეოლოგიურის ახალი მეპატრონე: კურორტს ასეულ ათასობით დავალიანება აქვს და 70% კაპიტალურად სარემონტოა

589487530bd8d
სალომე მეცხვარიშვილი
03.02.17 18:07
2126
ბალნეოლოგიურ კურორტს ასეულ ათასობით დავალიანება აქვს,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" კურორტის ახალმა მფლობელმა "მეიდან ჯგუფის" ხელმძღვანელმა ქეთევან ხუროძემ განუცხადა.

მისი თქმით, ობიექტის შესყიდვით კომპანიამ აიღო ვალდებულება, დაფაროს დღეისთვის არსებული როგორც საგადასახადო, ისე სახელფასო დავალიანებები.

ახალმა მფლობელმა "მეიდან ჯგუფში" შემავალმა კომპანია "იალონმა" მთლიანობაში სახელმწიფოს 8,5 მილიონი ლარი გადაუხადა, რომლის ნაწილიც - 2,5 მილიონამდე ლარი - თანხობრივად დაფარა, დანარჩენი თანხის სანაცვლოდ კი სახელმწიფოს მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა.

კითხვაზე, რამდენად ადეკვატურია კურორტის სანაცვლოდ გადახდილი თანხა, კომპანიაში აცხადებენ, რომ შენობის მდგომარეობის და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას დამატებით 8 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულება აქვს, ეს თანხა არათუ ადეკვატური, არამედ მაღალიც არის.

"მაშინ, როცა კურორტის შენობის 70% არის აუთვისებელი და არის კაპიტალურად სარემონტო, არსებული ფასი გამორჩეულად მაღალია იმ მდგომარეობასთან შედარებით, რა მდგომარეობაშიც არის ბალნეოლოგიური კურორტი",- აცხადებს "მეიდან ჯგუფის" ხელმძღვანელი ქეთევან ხუროძე.

ყველაფერთან ერთად, კომპანიას აქვს ვალდებულება 2 წლის განმავლობაში დასაქმებულთა 80%-ს შეუნარჩუნოს სამსახური.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, დღეს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ზარალიანია, თუმცა, ახალი მენეჯმენტის მეშვეობით ცენტრს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები