ლატვიაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ ჯანჯალიას ინფორმაციით, ლატვიის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი საქართველოსთან მიმართებით სატრანსპორტო სფეროში არსებობს. კერძოდ ჯანჯალიამ ისაუბრა სატრანსპორტო პროექტ „ზუბრზე“, რომელიც შავი ზღვის რეგიონს ბალტიისპირეთის რეგიონთან აკავშირებს. აღნიშნული სატრანსპორტო ხაზი გადის უკრაინაზე, ბელარუსსა და ლატვიაზე. მიმდინარე წელს კი რიგაში გამართული შეხვედრის შემდეგ პროექტს საქართველო შეუერთდა.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა და მოსინჯვა საფუძვლის გაღრმავებისა ისეთ სფეროში როგორიც არის ტრანსპორტის სფერო. აქ არსებობს პროექტი ზუბრი, რომელსაც მიმდინარე წელს საქართველოც მიუერთდა და პრაქტიკულად ახლა მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ სატრანსპორტო ერთიანი გამჭოლი ხაზი არსებობდეს ბალტიის ზღვის რეგიონიდან კასპიის ზღვამდე.
პროექტის მიმართ ინტერესი უკვე გამოთქვა აზერბაიჯანმაც, იცით რომ ჩვენ აზერბაიჯანთან სატრანსპორტო სფეროში ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს, ისევე როგორც ყახაზეთთან და ამ ქვეყნებიდან ძალიან დიდი ინტერესია რომ ამ დერეფნის საშუალებით ბალტიის ზღვის პორტებამდე მოხდეს ტვირთების გადაზიდვა.“- განაცხადა ჯანჯალიამ.
ელჩის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტრანსპორტისა და ეკონომიკის სამინისტროებსა და რკინიგზების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„მოლაპარაკებები გადასულია ინტენსიურ რეჟიმზე სადაც ხდება სხვადასხვა წინანადებებისა და იდეების განხილვა. რაც შეეხება სარგებელს, ჩვენ შევძლებთ დამატებითი ტვირთების მოზიდვას ჩვენს დერეფანში და ის სტატუსი, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო დონის სატრანზიტო მაგისტრალების დამაკავშირებელი ქვეყანა, კიდევ ერთი მიმართულებით გამყარდება. კიდევ ერთი მიმართულებით იმიტომ, რომ ბალტიის ზღვის მიმართულება არის ერთ-ერთი ის ალტერნატიული მიმართულება, საიდანაც როგორც საქართველოს ბალტიის ზღვის მიმართულებით, ასევე უკანა რეველსულად შესაძლებელია ახალი ტვირთების მოზიდვა“ - უთხრა „საქმიან დილას“ თეიმურაზ ჯინჯოლიამ.

























