მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები უკრაინისთვის იარაღის შესაძენად $500 მლნ-ს გამოყოფენ

უკრაინა და ნატო

ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები უკრაინისთვის სამხედრო იარაღის შესაძენად, 500 მილიონ დოლარს გამოყოფენ. აღნიშნულს NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია და შვედეთი „პრიორიტეტული საჭიროებების სიის“ ( PURL) პროგრამის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 500 მილიონ დოლარს გამოყოფენ. ამ მექანიზმის ფარგლებში, ევროპელი მოკავშირეები იარაღს აშშ-სგან ყიდულობენ, შემდეგ კი კიევს გადასცემენ

ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე მიესალმა ამ განცხადებას და აღნიშნა: „ჩვენი ჩრდილოეთ და ბალტიის მოკავშირეები კიდევ ერთხელ აძლიერებენ მხარდაჭერას და აფინანსებენ უკრაინისთვის აუცილებელი სამხედრო აღჭურვილობის ახალ პაკეტს. ეს ტექნიკა უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ზამთრის თვეების მოახლოებისას. PURL-ის მეშვეობით მიწოდებები უკვე უკრაინაში მიედინება. ნატოს მოკავშირეები განაგრძობენ აუცილებელი აღჭურვილობისა და მარაგების მიწოდებას“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები