მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბამბის რიგი ისტორიულ ფუნქციას იბრუნებს"

5c56b9ed44c93
BM.GE
03.02.19 13:48
4988
კომპანია "მეიდან ჯგუფი-ს" ინიციატივით ინტენსიურად მიმდინარეობს ძველ თბილისში, ბამბის რიგისათვის თავისი ისტორიული ფუნქციის დაბრუნება.  ამის შესახებ თავად "მეიდან ჯგუფი" იუწყება.

მათი ინფორმაციით, ქუჩაზე განთავსებული კომერციული ფართების ძირითადი ნაწილი კაფე-ბარების ნაცვლად უკვე დაიკავა სხვადასხვა ქართველი დიზაინერების მაღაზიებმა, ხოლო დარჩენილი ნაწილი ეტაპობრივად ადაპტირდება ბამბის რიგის ისტორიულ ფუნქციასთან. მაღაზიებში წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული ტანისამოსი და აქსესუარები.

ამ ეტაპზე ბამბის რიგზე წარმოდგენილია შემდეგი დიზაინერების მაღაზიები: აკა ნანიტაშვილი, ქეთი ჩხიკვაძე, თამუნა ინგოროყვა, დიანა ქვარიანი, ლია, შოუ-რუმი “ქაბინ” თამარა ხოშტარია და ირინა თოიძე, თეო გარდაფხაძე და ა.შ.

"თბილისის ამ უნიკალური არქიტექტურისა და მდებარეობის ქუჩაზე გაზაფხულიდან იგეგმება ქართველი დიზაინერების ჩვენებების მოწყობა",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები