მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bamboo Beach Tsikhisdziri – „რედკოს“ 70 მლნ-იანი პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე

5f24175ef0fc3
ვიქტორია მღებრიშვილი
01.08.20 00:00
4196
სამშენებლო კომპანია „რედკომ“ საგანგებო მდგომარეობის მოხსნიდან რამდენიმე დღეში საზოგადოებას ახალი პროექტი Bamboo Beach Tsikhisdziri წარუდგინა, რომლის მშენებლობის პროცესი კომპანიის დირექტორის განცხადებით, დღეს უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

Bamboo Beach Tsikhisdziri-ს კომპლექსის ჯამური ინვესტიცია 70 მლნ ლარს შეადგენს და ის მოიცავს: ნავსადგომს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, აკვაპარკს, ზიპლაინს, საბავშვო გასართობ მოედანს, სპა და ფიტნეს ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურულ ავტოსადგომებს, რესტორნებსა და ბარებს. კომპლექსი განთავსდება სანაპიროს პირველ ზოლში, რომელიც შემოფარგლულია ბამბუკის ტყით.

როგორც BM.GE-ის „რედკოს“ დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა, პროექტის განხორციელება კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნიდან გამომდინარე დაწიყო და მის დასრულებას 2021 წლისთვის გეგმავს.

„კომპლექსი 720 აპარტამენტისგან შედგება, საიდანაც 70-80 ოთახი სასტუმროს დაეთმობა, ხოლო დანარჩენი გაიყიდება როგორც აპარტამენტები.

პროექტის ინვესტიციის მოცულობა 70 მლნ ლარია და აქ მშენებლობაზე დაახლოებით 350 ადამიანი დასაქმდება. აპარტოტელის დასრულება 18 თვეში იგეგმება, ხოლო სასტუმროს ნაწილი გვინდა 24 თვეში დავასრულოთ. ამის შემდეგ აქ 70-80 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, - აღნიშნა მალხაზ კუნელაურმა.

მისივე თქმით, ციხისძირის პროექტზე გაყიდვებში ნორმალური ტემპით მიმდინარეობს, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ლოკაციაა.

„ციხისძირის პროექტი განსხვავებულია, რადგან მიუხედვად შავი ზღვისპირეთში არსებული სამშენებლო პროექტების სიმრავლისა, ის ადგილმდებარეობით გამოირჩევა. კომპლექსის მშენებლობა ქალაქიდან მოშორებით, ზღვის სანაპიროსთან ახლოს ხორციელდება. აჭარაში მსგავსი პროდუქტები ბევრი არაა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ კუთხით შევქმენით კონკურენტული გარემო და მოსახლეობიდან დაინტერესება ამ პროექტის მიმართ საკმაოდ დიდია“, - განაცხადა „რედკოს“ დირექტორმა.

მალხაზ კუნელაურის თქმით, ის თუ რომელიც ბრენდი შევა Bamboo Beach Tsikhisdziri-ს კომპლექსში არსებულ სასტუმროში ჯერ გაურკეველია.

„ბათუმის პროექტზე ჩვენი პარტნიორი Marriott International-ია და იქ სასტუმრო „ლე მერიდიანი“ ამოქმედდა. რაც შეეხება ციხისძირის პროექტს ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიებთან პირობებზე, მათ შორის Marriott International-ის საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო aloft-თან, თუმცა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვართ რომელი ბრენდი შემოვა საბოლოოდ ციხისძირის პროექტში“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები