მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანაკებზე მოთხოვნა იზრდება – „მწვანე ბანაკი“

643fde92e8ef4
ნანუკა ნარიმანიძე
22.04.23 11:10
1794
ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი ბანაკი გამოჩნდა ბაზარზე, ისინი როგორც საზაფხულო, ასევე საზამთრო აქტივობებსაც გვთავაზობენ. რაოდენობის ზრდასთან ერთად მოთხოვნაც ყოველწლიურად იზრდება. ფასები კი ცვლადია, რასაც ბევრ მიზეზი განაპირობებს - ამის შესახებ „მწვანე ბანაკის“ დამფუძნებელმა მაკუნა გოჩიაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

„ბოლო რამდენიმე წელია სტანდარტები მაღლდება, ამასთან, მაღლდება მოთხოვნები მშობლების მხრიდანაც, ბანაკებზე მოთხოვნა კი ყოველწლიურად იზრდება. აღსანიშნია ისიც, რომ ფასები ცვლადია, ვინაიდან, ბოლო წლებში ყველაფერი გაძვირდა და სტანდარტების ამაღლებამაც გამოიწვია ფასის ცვლილებები, გვიწევს გავითვალისწინოთ გზის, სასტუმროს, საკვებისა და ხელფასების ხარჯები“, - ამბობს დამფუძნებელი.

მაკუნა გოჩიაშვილი კომპანიის საზაფხულო ბანაკზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის დედაქალაქთან ახლოს იქნება.

„ბავშვებისთვის ყოველთვის სტრესია დიდი გზა ასევე, ხანდახან მშობლებს უწევთ ბანაკში ჩამოსვლა, სწორედ ამიტომ, წელს დედაქალაქთან ახლოს დავგეგმეთ ბანაკი კერძოდ, მანგლისში სასტუმრო „მანგლისი რეზორტში“ წავიყვანთ ბავშვებს“, - განმარტა მან.

ამას გარდა, დამფუძნებელმა საფასო სეგმენტზეც ისაუბრა.

პანდემიის შემდეგ ყველაფერზე შეიცვალა ფასები, ჩვენც მოგვიწია ბანაკების საფასურის გაძვირება, ჩვენი შემდეგი ბანაკის ფასი 750 ლარიდან დაიწყება და ის დამოკიდებული იქნება სეზონსა და დღეების რაოდენობაზე“ - ამბობს მაკუნა გოჩიაშვილი.

„მწვანე ბანაკი“ 7-16 წლის მოზარდებისთვისაა, კომპანია არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობს, აორგანიზებს საბავშვო განმავითარებელ/სათავგადასავლო ბანაკებსა და ლაშქრობებს. პირველ წელს მწვანე ბანაკი 3 ნაკადს მასპინძლობდა, ახლა კი წელიწადში 20 ნაკადისგან შემდგარი ზამთრისა და საზაფხულო ბანაკები არსებობს. ბავშვებთან მუშაობენ ბავშვის განვითარების სპეციალისტი ლიდერები და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები (თხილამურები, ფრენბურთი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები