ბანანის იმპორტი ბოლო რამდენიმე წელია მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 29,8 მლნ აშშ დოლარის 35 192 ტონა ბანანი შემოვიტანეთ, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 27,2 მლნ აშშ დოლარი და 32 518 ტონა იყო.
რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, საქართველოსთვის ბანანის მთავარი საიმპორტო ბაზარი ეკვადორია. მასზე იმპორტის თითქმის სრული მოცულობა მოდის.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც ბანანი შემოგვაქვს შემდეგია:
- ეკვადორი - 29,4 მლნ აშშ დოლარი - 34 832 ტონა
- გერმანია - 115 700 აშშ დოლარი - 110 ტონა
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 90 600 აშშ დოლარი - 104 ტონა
- თურქეთი - 86 300 აშშ დოლარი - 91 ტონა
- აშშ - 42 200 აშშ დოლარი - 48 ტონა
გაზრდილია ქვეყნიდან ბანანის ექსპორტის მაჩვენებლებიც, თუმცა ბუნებრივია, თითქმის სრული ექსპორტი რეექსპორტს წარმოადგენს. მიმდინარე წლის რვა თვეში ქვეყნიდან 5,2 მლნ აშშ დოლარის 5 679 ტონა ბანანი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ბანანის ექსპორტმა - 3,9 მლნ აშშ დოლარი და 4 679 ტონა შეადგინა.
საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი (3,6 მლნ აშშ დოლარი), მას მოჰყვება ტაჯიკეთი (758 200 აშშ დოლარი) და თურქმენეთი (464 200 აშშ დოლარი).




























