ავიაკომპანია Thai Air Asia-მ ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით ფრენები განაახლა. პირველი ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოფრინდა.
ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.
რეგულარულ ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით Airbus 330-300 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
ცნობისთვის, Thai Air Asia ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით ფრენებს 2019 წელს ასრულებდა.