მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრს სიკვდილით დასჯიან - მიზეზი სტუდენტური პროტესტის ჩახშობაა

შეიხ ჰასინა
BM. GE
17.11.25 13:49
301

ბანგლადეშის საერთაშორისო დანაშაულების ტრიბუნალურმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეიხ ჰასინას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მას ბრალი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში ედება. კერძოდ, საუბარია 2024 წელს მომხდარ სტუდენტურ პროტესტზე, რომელიც ჰასინას მთავრობამ ძალის გამოყენებით ჩაახშო.

წინა წლის ზაფხულში მიმდინარე მოვლენების დროს მთავრობამ ლეტალური ძალა, დრონები და ვერტმფრენები გამოიყენა იმ პროტესტის ჩასახშობად, რომელსაც “ივლისის გადატრიალების მცდელობა” უწოდეს. აღნიშნულ მოვლენებს ბანგლადეშში 1,400 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად წარადგინა. ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრი და მისი მომხრეები მოვლენების შემდგომ ქვეყნიდან გაიქცნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პოლიტიკურ თავშესაფარს ინდოეთში ითხოვენ.

განაჩენის გამოტანას რამდენიმე თვიანი გამოძიება და სასამართლო პროცესი უძღოდა. იგი წარმოადგენს დროებითი მთავრობის მიერ გაცემული დაპირების ასრულებას, რომელიც მოსახლეობას ძალადობაში პასუხისმგებელი ადამიანების დასჯას ჰპირდებოდა.

ჰასინა, რომელიც მთავრობის მეთაურის თანამდებობას 15 წლის განმავლობაში იკავებდა, აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და განაჩენს “პოლიტიკურად მოტივირებულს ცირკს” უწოდებს.

განაჩენის გამოტანა გაზრდილი უსაფრთხოების ზომების პირობებში მოხდა. რამდენადაც ცნობილია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიამ, ავამის ლიგამ მომხრეებს მასობრივი გამოსვლებისა და პროტესტისკენ მოუწოდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები