გამოცემა Bloomberg–ის ინფორმაციით და Bank of America–ს წინასწარი პროგნოზით, მსოფლიოს საფონდო ბირჟას 1997–1998 წლის მსგავსი ფინანსური კრიზისი ემუქრება.
ანალიტიკოსების აზრით, ტრენდი, რომელმაც აზიის რეგიონი კრიზისამდე, ხოლო რუსეთი დეფოლტამდე მიიყვანა, ბაზარზე დღემდე შენარჩუნებულია: ძლიერი დოლარი აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, ხოლო მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციები მკვეთრად იზრდება. ბანკის ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ 90–იან წლებში დოლარი სამი წლის განმავლობაში 25%–ით ძვირდებოდა, ხოლო განვითარებად ბაზრებზე ცუდი მდგომარეობა იყო შენარჩუნებული. დღეს კი, ამ რეგიონების ობლიგაციები, მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ, მინიმალურ ნიშნულამდეა დაცემული. ასევე 2020 წლისთვის მოსალოდნელია, აზიურ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპის 6%–მდე შემცირება. მათზე ზეწოლას კი, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის გაძიერება ახორციელებს.
გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი, ბაზარზე მოსალოდნელი რეცესიების შესახებ აანონსებს, რომელიც გლობალური ეკონომიკის პირობებში ყოველ 10 წელიწადშია მოსალოდნელი – ფინანსური კრიზისიდან კი, რომელიც 2008 წელს დაფიქსირდა, ზუსტად 10 წელი გავიდა. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ ახალი ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ფინტექი გახდეს და სწორედ ფნანსური ტექნოლოგიები იქცეს კრიზისის პირველ მსხვერპლად.