Bank of America-ს წარმომადგენლის ენი პეისის ცნობით, ფინანსურმა ორგანიზაციამ იანვარში სამი ავტომატური დეპარტამენტი გახსნა, რომლებიც თანამშრომლების გარეშე იფუნქციონირებენ, - წერს Reuters.
როგორც პეისი აღნიშნავს, ახალ გახსნილ განყოფილებებში მომხმარებელს არა მხოლოდ ბანკომატებით სარგებლობა, არამედ საკრედიტო ბარათების დაკვეთა და იპოთეკური, ან ავტოსესხის გაფორმებაც შეეძლებათ. მათ ვიდეო კავშირით სხვა დეპარტამენტების თანამშრომლები გაუწევენ დახმარებას.
ბანკის წარმომადგენლის განცხადებით, განყოფილებების პერსონალის გარეშე ხარჯების ოპტიმიზაციის ფარგლებში გაიხსნა. მისივე თქმით, ახალი ოფისები, რომლებიც შტატ მინესოტას ქალაქ მინეაპოლისში და კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში გაიხსნა, ჩვეულებრივი ფილიალების მეოთხედს მოიცავს.
მანამდე რუსეთის ’’სბერბანკთან’’ დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2017 წელს ბანკის 3 000 თანამშრომელს რობოტი-იურისტი შეცვლის.

























