მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bank of America-ს შეფასებამ რეკორდულ $406 მილიარდს მიაღწია

bank of america

გლობალური საბანკო-საფინანსო გიგანტის, Bank of America-ს შეფასებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რომელიც 406 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამ შედეგით BoA უმსხვილესი ბანკების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს და მას მხოლოდ ამერიკული JPMorgan Chase უსწრებს, რომელსაც ინვესტორები ამჟამად $868 მილიარდად აფასებენ.

მიმდინარე წლის განმავლობაში Bank of America-ს 23%-იანი ზრდა აქვს, ხოლო 5-წლიან პერიოდში მისი მატების მაჩვენებელი 90%-ს აჭარბებს, რაც ფინანსური კომპანიისთვის გამორჩეულად კარგი შედეგია.

BoA-ს აღმასვლა ფინანსური შედეგებით არის განპირობებული. მაგალითად, წინა კვარტალში კომპანიამ $26.8 მილიარდის შემოსავალი და $8.5 მილიარდის მოგება მიიღო, რაც წლიურად 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, მკვეთრად გაიზარდა კომპანიის მოგების მარჟა, რომელიც ამჟამად 32%-ს აღწევს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Bank of America თითქმის 121 წლის კომპანიაა და ის ამჟამად $3.4 ტრილიონის აქტივებს აკონტროლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები