მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bank of America შემოდგომაზე ნავთობის ფასების ვარდნას პროგნოზირებს

57690ac285fb3
BM.GE
21.06.16 13:35
1319
 ნავთობის ფასებმა მესამე კვარტლის ბოლოს, შესაძლოა ბარელზე 39 დოლარამდე დაიწიოს,-ასეთი პროგნოზი გააკეთეს The Wall Street Journal-თან  Bank of America-ის ანალიტიკოსებმა. საინვესტიციო ბანკი ვარაუდობს რომ აშშ-ში ზაფხულის ბოლოს ნავთობზე მოთხოვნა ტრადიციულად შემცირდება.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნავთობის ფასები, როგორც წესი, საზაფხულო სეზონის დასაწყისში იზრდება. გასულ წელსაც მსგავსი ვითარება დაფიქსირდა. მაგალითისთვის, 2015 წლის მეორე კვარტალში ფასები 25 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2014 წელს - 3,7 პროცენტით.

WSJ წერს, რომ საშუალო ვადიან პერსპექტივაში ნავთობი გაძვირებას მაინც განაგრძობს. მეოთხე კვარტალში კი ექსპერტები ბარელზე 54 დოლარამდე ზრდას ვარაუდობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები