Bank of America: ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ინვესტორები ინფლაციის და უმუშევრობის ზრდას ელოდებიან
საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ მეხუთე ინვესტორი მომდევნო 12 თვის განმავლობაში გლობალურ სტაგფლაციას ელოდება. Bank of America Merrill Lynch-ის კვლევის ფარგლებში, 177 მენეჯერი გამოიკითხა, რომლებიც 456 მილიარდ აშშ დოლარის აქტივებს აკონტროლებენ. გამოკითხვა არჩევნების დასრულების შემდეგ 9 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. როგორც Bank of America აღნიშნავს, სტაგფლაციის მოლოდინი ოთხწლიან პიკს აღწევს. სტაგფლაციის დროს ინფლაციის მაღალი ტემპი შეინიშნება, რომელსაც თან წარმოების სტაგნაცია და უმუშევრობის მაღალი დონე ერთვის და ასევე ფასებისა და უმუშევრობის დონის ერთდროული ზრდით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ სტაგფლაციას ნოემბერში ინვესტორთა 22% ელოდება.