მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bank of Georgia Group-ის აქციების ფასი 2018 წლის მაისის შემდეგ რეკორდულ ნიშნულზეა

62fb784a6515e
ნინო ტაბატაძე
16.08.22 15:07
1959
მაღალი მომგებიანობის ფონზე, „საქართველოს ბანკის“ აქციებზე ფასი გაიზარდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამშაბათის ვაჭრობისას, საბანკო ჯგუფის აქციების ფასი 19.00 ფუნტს გადასცდა და მაქსიმალური შეთავაზების ფასმა 19.46 ფუნტსაც კი მიაღწია. ეს 2018 წლის მაისის შემდეგ ყველაზე აქციების ფასის რეკორდული მაჩვენებელია.

საბანკო ჯგუფის კაპიტალიზაცია ამ დროისათვის  892 მლნ ფუნტია. 

Bank of Georgia Group-მა დღეს ნახევარწლიური ანგარიში გამოაქვეყნა და აქციონერებს 516 მლნ ლარის წმინდა მოგებაზე აცნობა, რაც წლიურ ჭრილში 51%-იანი ზრდაა. მეორე კვარტალში მოგება 275.4 მლნ ლარი იყო. 

შეგახსენებთ, 2018 წლის მაისში საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ 2 კომპანიად გაყოფა დასრულდა.  ამ პროცესის შემდეგ ორივე კომპანიის აქციები დამოუკიდებლად ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. საქართველოს ბანკის აქციები BGEO-ს ე.წ "ტიკერით", ხოლო საქართველოს კაპიტალის აქციები CGEO-ს „ტიკერით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები