მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკები და საინვესტიციო ფონდები - თანამშრომლობა თუ კონკურენცია?

636fa78dd72c0
ალა ისპირიანი
12.11.22 22:00
748
დანაზოგების განთავსებისა და ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის კიდევ ერთ წყაროდ საქართველოში საინვესტიციო ფონდების განვითარება მოიაზრება.

,,ფორსაით კაპიტალის" უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, არჩილ მელიქაძემ გადაცემა Forbes Talks-ში განაცხადა, რომ საინვესტიციო ფონდები კომერციული ბანკების ჩამნაცვლებელი არ არის, ის დამატებითი საფინანსო ინსტიტუტია.

„საბანკო სექტორი ერთ-ერთი წამყვანია საქართველოს ეკონომიკაში, რაც საქართველოს მსოფლიოშიც გამოარჩევს, ანუ ასეთი პატარა ქვეყანა შედარებით დაბალი შემოსავლით ასეთი განვითარებული საბანკო სექტორი რომ აქვს, ეს იშვიათობაა, ამიტომ ყოჩაღ საბანკოს სექტორს, რომ ამას მიაღწია, მაგრამ მათი ზრდაც საქართველოს ეკონომიკისთვის შეზღუდულია. სად უნდა გაიზარდონ? ბანკებმა ბევრი ქნეს და ამ ქვეყანაში, როგორც მოსახლეობა, ისე ბიზნესიც უკვე მოიცვეს. ამის შემდეგ ან საზღვარგარეთ უნდა წავიდნენ, რასაც ზოგიერთი აკეთებს, მაგრამ არც თუ ისე მარტივად, რადგან ჩვენს გარშემო ქვეყნები არ გამოირჩევიან გამჭვირვალობით და კარგი ბიზნეს პრაქტიკით, ამიტომ იქ ძნელია.

საქართველოში მათ გაზრდის საშუალება მაშინ აქვთ თუ ეკონომიკა სწრაფად გაიზრდება და ეკონომიკა საბანკო სესხებზე სწრაფად ვერ გაიზრდება. რაც შეეხება იმას, ბანკებთან კონკურენცია თუ თანამშრომლობა, აუცილებლობით ეს არის თანამშრომლობა“, - განაცხადა ,,ფორსაით კაპიტალის" უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, არჩილ მელიქაძემ.

ცნობისთვის, „ფორსაით კაპიტალი“, როგორც საინვესტიციო ფონდი ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის მარტში დაარეგისტრირა. ფონდის დაგეგმილი მოცულობა $30 მილიონია, ვადიანობა კი - ხუთი წელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები