ბანკები დაინტერესებული არიან კაპიტალის ბაზრის განვითარებით,- ამის შესახებ EBRD-ის წარმომადგენელმა ბრუნო ბალვანერამ განაცხადა. ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბანკები კაპიტალის ბაზარს, შესაძლოა, კონკურენტად აღიქვამდნენ.
"ქართული ბაზარი ორ მსხვილ ბანკთან არის დაკავშირბული. მაგრამ ვფიქრობ, ორივე ბანკი მონდომებულია, რომ განვითარდეს არასაბანკო ინსტრუმენტები და კაპიტალის ბაზარი. ორივე აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებებზე",- აცხადებს ბალვანერა.

























