მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკები საფინანსო სექტორის რეგულაციის განახლებულ ვერსიას კვირის ბოლომდე მიიღებენ

5c178363d2407
ელენე გოგბერაშვილი
17.12.18 15:06
833
საბანკო სექტორი ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ საბანკო რეგულაციის ამოქმედების შემდგომ ეკონომიკის ზრდის ტემპზე შესაძლო გავლენებს ითვლის.

ცვლილებების დოკუმენტი, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შედის, ჯერ კიდევ საბანკო ასოციაციასა და ეროვნულ ბანკს შორის სამუშაო ფორმატში ზუსტდება.

ამის შესახებ bm.ge-ის „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ საფინანსო სექტორი ეროვნული ბანკის რეგულაციების პირველადი ვერსიის ამოქმედების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის 3%-ით შემცირებას პროგნოზირებდა.

რა გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე დაკორექტირებულ დოკუმენტს, ჯერჯერობით, საბანკო სექტორს ჯერ დათვლილი არ აქვს.

ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ „შესაბამისი გათვლები ამ ეტაპზე კეთდება“.

„კიდევ შევიდა ცვლილებები ბოლო რეგულაციებში. ტექნიკურ ნაწილზე მიდის მუშაობა, ფუნდამენტალური ცვლილება არ მომხდარა. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ბოლო ცვლილებები ახლაც ხორციელდება და საბანკო ასოციაციას კვირის ბოლომდე ახალი ვერსია ექნება მიწოდებული. ჩვენც ვაკეთებთ გათვლებს. საბანკო ასოციაცია აქტიურად მუშაობს. რა თქმა უნდა, ამ რეგულაციას ექნება გავლენა ეკონომიკაზე, ამ გათვლებს ვაკეთებთ. შეიძლება ეს არ იყოს 3%, მაგრამ რა თქმა უნდა, ეკონომიკის ზრდაზე ექნება ზეგავლენა“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები