მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკები ყველაზე მეტ თანხას მრეწველობაში, ნაკლებს კი განათლებაში დებენ

5ab8f89b211fc
მარი როჭიკაშვილი
26.03.18 17:40
760
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 მარტის მდგომარეობით ბანკებმა ყველაზე მეტი სესხი 2,5 მილიარდი ლარი მრეწველობის სფეროში გასცეს. ამ სფეროს დაკრედიტება თითქმის ნახევარი მილიარდი ლარითაა გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მეორე ადილზეა ვაჭრობა 2 მილიარდი ლარით. მშენებლობაში 900 მილიონი ლარის სესხია გაცემული, სასტუმროებსადა რესტორნებში – 721 მილიონი.

ყველაზე ნაკლები თანხებია გაცემული სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვასა და განათლებაში. კონკრეტულად სოფლის მეურნეობაში 360 მილიონი ლარი, ჯანდაცვაში – 297 მილიონი და ყველაზე ბოლო ადგილზე განათლებაა, 113 მილიონი ლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები