მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბანკებიდან არაპროფილური აქტივების გამიჯვნის კანონპროექტზე ჩვენთან კონსულტაცია არავის ჰქონია"

5885de0d5a2be
BM.GE
23.01.17 14:42
1221
"ბანკებიდან არაპროფილური აქტივების გამიჯვნის კანონპროექტზე ჩვენთან კონსულტაცია არავის ჰქონია", - აცხადებს საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას. მისი განცხადებით, ბიზნესის წარმომადგენლები კანონპროექტის ირგვლივ კონსულტაციებზე დადიან, თუმცა ასოციაციის დონეზე ბანკებთან შეხვედრა ინიციატორების მხრიდან არ ყოფილა. გვასალიას განცხადებითვე, შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე კომერციულ ბანკთან ყოფილიყო პირისპრი შეხვედრა. ამასთან ზურაბ გვასალია კანონის მიღებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ დღეს არაპროფილური აქტივები ბანკებისგან გამიჯნულია.

"რა უნდა ჩაიწეროს კანონში?, რომ მაგალითად "თიბისი ჯგუფში" არ შეიძლება რომ ცალკე იურიდიულ კომპანია ჩამოყალიბდეს? ეს აბსურდია, ჰოლდინგები მთელს მსოფლიოშია და მათ აქვთ როგორც ბანკები, ასევე სხვა იურიდიული კომპანიები. ანუ ხვალ მამუკა ხაზარაძემ თვითმფრინავი, რომ იყიდოს შეიძლება ვიღაცამ დასწამოს, რომ ავიაბიზნესში შევიდა? ეს აბსურდია.

თიბისი ჯგუფი მხოლოდ ბანკი არაა და როგორ შეიძება მას აეკრძალოს რომ სასტუმრო ჰქონდეს? ამას ჯობია ჩაწერონ რომ ბანკი 50 მეტრის სიახლოვეს არცერთ ბიზნესს არ უნდა მიუახლოვდეს. ეს აბსურდია და არ მგონია რომ ეს ვინმემ გააკეთოს", - აცხადებს გვასალია.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაიაა. როგორც მან გადაცემაში ბიზნეკსონტრაქტი განაცხადა, რომ კანონპროექტზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია და ბანკების დიდი ნაწილი მას მიესალმება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები