მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკების ასოციაცია: 2015 წლის შემდგომ აღებული სესხების გალარებაზე მთავრობასთან საუბარი არ ყოფილა

5847cce30b6ec
BM.GE
07.12.16 13:00
1307
"ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს 2015 წლის შემდგომ აღებული სესხების გალარებაზე", - ასე გამოეხმაურა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მთავრობამ მიაღწია კომერციულ ბანკებთან შეთანხმებას 2015 წლის შემდგომი სესხები ლარში გადაყვანასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით გუშინ ფინანსთა მინისტრისა და საბანკო სექტორის 2 საათიანი შეხვედრის დროს აღნშნული საკითხის განხილვა არ მომხდარა.  როგორც გვასალია "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას განმარტავს შეხვედრაზე სამინისტრომ საბანკო სექტორს ეკონომიკური პარამეტრები გააცნო. მომავალი მსგავსი ფორმატის შეხვედრა კი დეკემბრის ბოლოს გაიმართება.

"კომერციული ბანკები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ სესხების ლარიზაცია 2015 წლის შემდეგ აღებულ სესხებსაც შეეხოთ"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები