მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკების ასოციაცია ახალ რეგულაციებზე: გარეგნულად ეს, შეიძლება ბიზნესში ჩარევადაც ჩანდეს

5bacdb86aff67
BM.GE
27.09.18 17:29
1455
ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, სებ-ის ახალი დებულება, რომელიც ძალაში ნოემბერში უნდა შევიდეს, ფუნდამენტურად ცვლის ფიზიკური პირების დაკრედიტების წესს. მისივე თქმით, საბანკო სექტორის მოლოდინია, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება საკრედიტო რესურსი და სამომხმარებლო პორტფელი. თუმცა, საკითხზე სექტორს გუშინ ეროვნულ ბანკთან ჰქონდა და ძნელაძის განცხადებით, თემაზე კონსულტაციები გაგრძელდება.
„დღეს ვერ გეტყვით რა შეიძლება შიცვალოს, თუმცა ფუნდამენტურად ეს დებულება არ შეიცვლება. ზოგადად ფიზიკური პირების დაკრედიტების პრინციპი შეიცვლება. მნიშვნელოვნად შეიცვლება მიდგომა.

გაჩნდა ტერმინი - დეტალური შემოსავლის ანალიზი, რომელიც აქამდე კანონით არ რეგულირდებოდა. ასე რომ ბანკს ვალდებულება უჩნდება რეგულაციის მიმართ რომ შეამოწოს დეტალური შემოსავალი და მოაქციოს ეს შემოსავალი გარკვეულ კოეფიციენტებში. გარეგნულად ეს ბიზნესში ჩარევის მხარეთაც შეიძლება ვიგულისხმოთ, მაგრამ ეს პრაქტიკა მსოფლიოში არსებობს.

მთავარია, რომ გვქონდეს ერთიანი მოლოდინები რეგულაციებთან, გვესმის რომ ხისტი რეგულაციაა, გვესმის, რომ ამან შესაძლოა ცვლილებები გამოიწვიოს, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ჩვენც ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ“, - ამბობს ძნელაძე.

კითხვაზე აქვთ თუარა განსხვავებული მოლოდინები დღეს საბანკო სექტორსა და ეროვნულ ბანკს, ძნელაშვილი ამბობს რომ ეს ასეა: „როგორც ვხვდებით კი, მაგალითად, ეროვნულ ბანკს არ აქვს მოლოდინი რომ საკრედიტო პორტფელი შემცირდება“, - ამბობს ძნელაძე.

რა იცვლება პირველი ნოემბრიდან?

ბრძანება რომელიც ძალაში პირველ ნოემბერს შევა სესხების გაცემისას დამეტებით შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ:

1. იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი
2. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება
3. ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი
4. ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია 6 საშემოსავლო საფეხური. წარმოდგენილია კოეფიციენტები არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის. 6 საშემოსავლო საფეხური, ეროვნული ბანკის მიხედვით ასე გამოიყურება:

1. თვეში 10000 ლარზე მეტი - ბანკი თავისი შიდა პოლიტიკის მიხედვით ადგენს სესხსა და პირის შემოსავალს შორის ბალანსს.
2. თვეში 7000-10000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 30%, ანუ 3000 ლარამდე;
3. თვეში 5000-7000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 25%, ანუ 1,750 ლარამდე;
4. თვეში 3000-5000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 1000 ლარამდე;
5. თვეში 1000 -3000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 600 ლარამდე;
6. თვეში 1000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 200 ლარამდე;

რაც შეეხება 6 საშემოსავლო საფეხურს ეროვნული ბანკში თემაზე მუშაობდა გრძლდება და ის, შესაძლოა, მცირედით დაკორექტირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები