მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების ასოციაცია: ძირითად ბანკებთან შეთანხმება მიღწეულია

5bf289c8cd902
სალომე მეცხვარიშვილი
19.11.18 14:00
1003
ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ვალების ჩამოწერსათან დაკავშირებით შეთანხმება ძირითად ბანკებთან მიღწეულია.

„არის საუბარი, რომ „ფონდი ქართუ“ შეიძენს გარკვეულ პორტფელს კომერციული ბანკებისგან. ძირითადი მოლაპარაკებები მიმდინარეობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მიღწეულია შეთანხმება ძირითად ბანკებთან მიმართებაში. მუშაობა მიმდინარეობს",- აცხადებს ძნელაძე.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით არის შემოთავაზება, რომ მოხდეს აღნიშნული პორტფელების რეალიზაცია და შემდეგ მოხდება ვალდებულებების ჩამოწერა.

„სახელმწიფოს მხრიდან არ არის აღნიშნული აქცია გაკეთებული. კონკრეტული კერძო ფონდის მხრიდან საკრედიტო პორტფელის შეძენა ხდება და კომერციული ბანკების მხრიდან ხდება ვადაგადაცილებული საკრედიტო პორტფელის რეალიზაცია“,- აცხადებს ძნელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები