მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკების ასოციაცია: "ეროვნულ ბანკთან მძიმედ მიდის მოლაპარაკებები"

5c1ba30e89d90
ელენე გოგბერაშვილი
20.12.18 19:45
988
„ეროვნულ ბანკთან მძიმედ მიდის მოლაპარაკებები“, - ასე პასუხობს bm.ge-ის კითხვას ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საფინანსო სექტორის რეგულაციების სებ-თან შეთანხმების პროცესის კომენტირებისას.

ალექსანდრე ძნელაძის თქმით, საბანკო სექტორს მოლოდინი აქვს, რომ მას შემდეგ, რაც 1 იანვარს ძალაში შევა რეგულაციები, მათ ცენტრალური ბანკი ცვლილებების იმპლემენტაციისთვის ორთვიან ვადას მაინც მისცემს.

„როგორც დაანონსებული იყო, 1 იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში რეგულაციები. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ორთვიანი ყოფილიყო აღნიშნული ვადა, ანუ ხელმოწერიდან ორი თვის ვადა ყოფილიყო იმპლემენტაციისთვის. დღეის მდგომარეობით, მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ, რომ ორთვიანი ვადა იყოს მოცემული აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ ცოტა მძიმედ მიდის მოლაპარაკება სებ-თან და შესაძლებელია, უფრო ტექნიკური ვადა იყოს ეს. კონკრეტული პროდუქტების დახვეწასთან დაკავშირებით ანუ რეგულაციის ძირითადი ნაწილი: ვადიანობა და შემოსავლის შესწავლის აუცილებლობა შევა უკვე ძალაში და შესაძლებელია, რაღაცა შეღავათები იყოს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ამაზე დღეის მდგომარეობით, შეთანხმება მიღწეული არ არის. ყოველდღიურად ველოდებით, რომ საბოლოო დოკუმენტი იყოს გადმოცემული, გამოქვეყნებული და არის კონკრეტული ტექნიკური საკითხები, რომლის დაზუსტებაც მიმდინარეობს“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები