მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების ასოციაცია: ეს არის ერთჯერადი აქცია

5bf28046b388f
BM.GE
19.11.18 13:19
1189
„მოხდება სესხების გაყიდვა მეორე სუბიექტზე, ბანკებში მათ ვალდებულება აღარ ექნებათ“, - ამის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა მთავრობის მიერ გაჟღერებული ინიციატივის კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც 600 ათასზე მეტ ადამიანს ვალი ჩამოეწერება.

"საუბარია საკრედიტო პორტფელის გაყიდვაზე და აღნიშნულ პორტფელს ყიდულობს ფონდი ქართუ",- აცხადებს ძნელაძე.

მისი თქმით, "ფონდი ქართუს" მიერ ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის გაყიდვის შემდეგ რა ოპერაციები განხორციელდება ერთჯერადად, არ აქვს ინფორმაცია.
მისი თქმთ, აღნიშნულ საკითზე საუბარი მიმდინარეობდა ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმის პარალელურად.

"ეს არის ერთჯერადი აქცია იმ პრობლემის წინააღმდეგ, რომელიც დღეს არსებობს. ეს გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა გამხდარიყო სისტემური პრობლემა. ცალსახდ უნდა აღინიშნოს რომ ეს არის ერთჯერადი აქცია",- აცხადებს ძნელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები