საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება, ბაზარზე არსებული დაკრედიტების პრინციპს კომპლექსურად შეცვლის.
როგორც ძნელაძემ „საქმიან დილაში“ განაცხადა, ეროვნული ბანკის მხრიდან დებულებები ფორსირებულად ინერგება.
ბანკების ლობისტი გამოსავლად ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესის შეჩერებას მიიჩნევს.
„რეალურად, როცა ამ წესის იმპლემენტაციის შემდეგ, სწრაფად ვერ მოხდება ბანკების ადაპტაცია და მოწყობა ამ რეჟიმზე; მოლდოინი არის, რომ უახლოესი 12 თვის განმავლობაში ეს რეგულაცია გამოიწვევს სამომხმარებლო სეხსების მნიშვნელოვან შემცირებას; უკვე დღევანდელი გათვლებით, დაახლოებით, იმ ადამიანების 40%-50% ვინც დღეს იღებდა სესხებს, მომავალში ვეღარ აიღებენ ამ სესხებს და ვინც აიღებს, მათთვისაც პროცედურა უფრო გაიწელება“, - განაცხადა ძნელაძემ.
მისივე თქმით, სებ-თან კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ კომპლექსურ ცვლილებებს არ ელოდებიან.