მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების ასოციაცია: "მოვალეთა სიების დაზუსტება დღეს და ხვალ დასრულდება"

5c0654e3299cf
ანნა ლაპიაშვილი
04.12.18 14:15
1250
„მოლაპარაკება პრინციპულად დასრულებულია, მიმდინარეობს სიების დაზუსტება და კონტრაქტების გაფორმება“, - ასეთია ე.წ „სესხების განულების“ პროგრამის სტატუს-კვო საბანკო ასოციაციის ხელძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის ინფორმაციით.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ დღეს და ხვალ სიების დაზუსტების პროცესი დასრულდება", - განაცხადა ძნელაძემ "საქმიანი დილაში“ სტუმრობისას.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ დროისათვის საქართველოს ერონული ბანკი პროცესში შშმ პირების და სოციალურად დაუცველების სესხებთან დაკავშირებულ მონაცემებს ამუშავებს, დანარჩენ ინფორმაციასთან დაკავშირებით ფონდ "ქართუსა" და ბანკებს შორის უშუალო მოლაპარაკებები წარიმართა, რადგან მოლაპარაკება ამ ორ სუბიექტს შორის ხდება.

რაც შეეხება ცალკეული ბანკების პორტფელების ფასსა და მოცულობას, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, მას ყველა შეთანხმების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ყველა საბანკო სტრუქტურისგან ე.წ. უიმედო სესხების პორტფელები ერთი და იგივე ფასად არის გამოსყიდული.

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პორტფელში შემავალი სესხები ახლა ზუსტდება, გამიჭირდება ბანკებისგან ინფორმაცია იმაზე, თუ რა მოცულობის სესხები მოხვდება "განულების" პროგრამაში“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ და აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, საბოლოო თანხის დასახელება ბანკების ინტერესიდან გამომდინარე მომავალშიც სრულყოფილად შესაძლებელი იყოს.

რაც შეეხება ეჭვებს სესხების "განულების" პროგრამის წლის ბოლომდე დასრულებასთან დაკავშირებით, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ წლის ბოლომდე პროექტის განხორციელება უნდა მოესწროს.

„ვფიქრობ, ყველაზე რთული პროცესი სრულდება, ამის შემდეგ ტექნიკური საკითხებია, რომელიც ამდენ დროს აღარ დაიკავებს. წესით და რიგით, დღეს ან ხვალ უნდა გახდეს ცნობილი რა ციფრის რეალიზაციას მოახდენს საბანკო სექტორი, რა ღირებულებას გადაიხდის ფონდი. ყველა შემთხვევაში, წლის ბოლომდე პროექტის განხორციელება უნდა მოესწროს. რეალურად მიმდინარეობს მუშაობა და დათვლა ყოველდღიურ რეჟიმში. მოწმდება სოციალურად დაუცველების მონაცემები, რომლებიც არ არის ღია, საჯარო ინფორმაცია და სხვა და სხვა მეთოდით ხდება სიების შედარება. ვფიქრობ, დღეს და ხვალ უნდა დასრულდეს ეს პროცესი“, - ალექსანდრე ძნელაძემ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები