ამასთან, bm.ge-თან საუბრისას ძნელაძემ ისიც აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი სებ-ის მხრიდან ადრევე იყო დაანონსებული.
„სებ-ის მხრიდან გაცხადებული იყო, რომ უცხოური ვალუტის მოზიდვასთან დაკავშირებით, გარკვეული ქმედებები განხორციელდებოდა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ რეკომენდაციაც გაიცა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულიყო. საბანკო სექტორისთვის დღეს ძალიან რთულია სავალუტო რესურსის მოზიდვა. სებ-ის ნაბიჯით უცხოური ვალუტის მოზიდვა საკმაოდ გაძვირდა. დღეის მდგომარეობით, გრძელვადიანი ლარის მოზიდვის დეფიციტია ბაზარზე“, - აცხადებს ის.
მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში სებ-ის მიერ ამოქმედებული რეგულაციების ფონზე ეს ცვლილება მნიშვნელოვან ეფექტს არ მოახდენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით გაუზარდა. შედეგად, ამ განაკვეთმა 30%-ს მიაღწია.
სებ-ის განცხადებით, ეს ცვლილება ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი რისკების შემცირებას ემსახურება. თუმცა, მის შედეგად, კომერციულ ბანკებს ერთ წლამდე ვადიანობის დოლარისა და ევროს რესურსის მოზიდვა გაუძვირდათ.

























