მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკების ასოციაცია: თიბისის დამფუძნებლების ბანკიდან ჩამოშორებაზე გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო

5c658d5246df7
BM.GE
14.02.19 19:44
1006
ამ გადაწყვეტილებით ბანკის ფინანსურ მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება, - აცხადებს ბანკების ლობი ალექსანდრე ძნელაძე, რომლისთვისაც თიბისის დამფუძნებლების ბანკიდან ჩამოშორებაზე გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი დეტალების შესწავლის გარეშე შეფასების გაკეთებას ერიდება.

მან აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მომხდარა, თუმცა ძალიან ინდივიდუალურია, მსგავს გადაწყვეტილებებს რომელ ქვეყანაში რა გამოხმაურება და შედეგები მოჰყვება.

შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციოენერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.

ბანკში კი ამბობენ, რომ თიბისი ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.


gbc.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები