მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 22.9% შეადგინა

5c2bdce2893dc
თელარა გელანტია
02.01.19 18:00
959
2018 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 888.4 მლნ მლნ ლარით გაიზარდა და 25.35 მლრდ ლარს გაუტოლდა.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის ნოემბერის "თვის მიმოხილვაშია“ ნათქვამი.

მისივე ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 22.9 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 19.2 პროცენტი იყო.

„საკრედიტო პორტფელის ზრდაზე ძირითადად გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდამ, ასევე გაიზარდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხები. ოქტომბრის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 85.3 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 60.3 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული.

მოკლევადიან სესხებში კი, უცხოური ვალუტით სესხების წილი 36.5 პროცენტს შეადგენდა“, - წერია მიმოხილვაში.

ამასთან, ოქტომბერში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 226.2 მლნ ლარით (2.0 პროცენტით) გაიზარდა და 11.35 მლრდ ლარს გაუტოლდა.

„უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ოქტომბერში 80.6 მლნ აშშ დოლარით (1.5 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 5.43 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 55.2 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 88.8 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების გრძელვადიანი სესხების დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები