მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა მცირდება

5b6c3a3ff33a5
BM.GE
09.08.18 17:00
1154
წლის I კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობამ შეადგინა 8.8 მილიონი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით, 3%-ით შემცირდა გამოშვებული ბარათების რაოდენობა. 3%-ული პუნქტით გაიზარდა გამოშვებულ ბარათებში საკრედიტო ბარათების წილი და მან შეადგინა 11%.

ასევე, 2017 წლის I კვარტალთან შედარებით 5%-ით შემცირდა გამოშვებული ბარათების რაოდენობა. საქართველოში 10 სულ მოსახლეზე გამოშვებულია 24 ბარათი.
ქართული საგადახდო ბარათებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 51,9 მლნ ოპერაცია, თანხობრივად 5.1 მილიარდი ლარი. აქედან ოპერაციების რაოდენობის 96% და თანხის 93% შესრულდა ქვეყნის შიგნით, ხოლო შესაბამისად 4% და 7% ქვეყნის გარეთ.

სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციების რაოდენობის წილმა სულ შესრულებულ ტრანზაქციებში შეადგინა 69%, ხოლო თანხის წილმა 25%. აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 1%-ული პუნქტით როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად გასული (IV კვ., 2017 წ.) კვარტლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები