ყოფილი პრემიერის და პარტია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იმ ფორმით, რა ფორმითაც მოგების გადასახადის რეფორმის ამოქმედება გიორგი კვირიკაშვილს სურდა, ეფექტს ვერ გამოიღებდა და მეტიც „ბიუჯეტს დაანგრევდა“.
„მოგების გადასახადის რეფორმის ავტორი კვირიკაშვილი იყო. თუმცა, იმ ფორმით რა ფორმითაც ის ცდილობდა მის გატარებას, ეს დაანგრევდა კიდეც ბიუჯეტს.
მათ შორის ბანკების მოგების გადასახადისგან გათავისუფლება და ბიუჯეტის დღგ-თი შევსება“ - ამბობს ივანიშვილი და დასძენს, რომ კვირიკაშვილის მიმართ შენიშვნები ამ საკითხსაც უკავშირდება.
„ბანკები არ შეიძლებოდა გათავისუფლებულიყვნენ მოგების გადასახადისგან.
რეფორმის გადაწევამ გამოიწვია უკმაყოფილება, მაგრამ ბანკების მოგებიდან გათავისუფლება ისედაც მძიმე სიტუაციას სექტორში, კიდევ უფრო გაამკაცრებდა და ბიუჯეტი უფრო გაჭირდებოდა“, - ამბობს ივანიშვილი.

























