მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკებმა იანვარში თანამშრომლებზე 60 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს

5aae23453b060
მარი როჭიკაშვილი
18.03.18 16:00
1260
იანვარში ბანკების შემოსავლები 97 მილიონი ლარით შემცირდა დეკემბერთან შედარებით, გასული წლის იანვართან შედარებით კი 66 მილიონით გაიზარდა და 307 მილიონი ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, შემოსავლის უდიდესი ნაწილი 264 მილიონი ლარი საპროცენტო შემოსავლები იყო. მათ შორის 148 მილიონი ფიზიკური პირებიდან, 78,3 მილიონი ლარი კი ბიზნესიდან. არასაპროცენტო შემოსავლებმა 42 მილიონი ლარი შეადგინა.

იანვარში კომერციული ბანკების ხარჯი 219,4 მილიიონი ლარი იყო. აქედან საპროცენტო ხარჯი 116,7 მილიონი ლრი, არასაპროცენტო 103 მილიონი. მათ შორის ბანკის პერსონალზე დახარჯულია 60.4 მილიონი ლარი, რაც გასულ წლის იანვარის მონაცემს 13 მილიონი ლარით აღემატება , დეკემბრისას კი 3 მილიონი ლარით.

10 მილიონით არის გაზრდილი კომერციული ბანკების მოგება იანვარში გასულ წელთან შედარებით და 68.8 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები