EBRD- ის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ საბანკო რეგულაციებს დადებითად აფასებს. როგორც მან BM.GE-ს განუცხადა, შინამეურნეობებმა არ უდა აიღონ ბევრი სესხი, როცა მათ მართვას ვერ შეძლებენ.
"ახალი რეგულაციები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგად, ბანკების ვალდებულებაა კარგად გამოიკვლიონ მსესხებლების ფინანსური შემოსვალები, რომლებიც არ არის გამჭვირვალე და სტაბილური. არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შინამეურბეობებს აიღონ ძალიან დიდი სესხები და შემდეგ ვერ მართონ ეს სესხები. მართალია, რომ საქართველოში არ არის ვადაგადაცილებული სესხების წილი მაღალი, მაგრამ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ რომ ეს რიცხვი არ გაზიარდება და იქნება სტაბილური",- აცხადებს ბრუნო ბალვანერა.

























