მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბანკებმა, შესაძლოა, კაპიტალის ბაზრის რეფორმის მონოპოლიზება მოახდინონ"

5aa6a1e51df77
სალომე მეცხვარიშვილი
13.03.18 21:00
1353
არსებობს რისკი, რომ ბანკებმა კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესის მონოპოლიზება მოახდინონ,- ამის შესახებ bm.ge-სთან PMCG-ის ხელმძღვანელი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს.

მისი თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება, რომ ეს პროცესი დაარეგულიროს.

"საინტერესოა, რამდენად მოვახერხებთ იმას, რომ ბანკების გარდა საერთაშორისო მოთამაშეები იყვნენ მოთამაშეები საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და არ შევიზღუდოთ მხოლოდ ქართული ბანკების მონაწილეობით.

დღეს საქართველოში განსაკუთრებით კარგადაა განვითარებული საბანკო სექტორი და გასაგებია მათი აქტიური ჩართულობა ამ პროცესში. თუმცა, მათმა ჩართულობამ არ უნდა მოახდინოს პროცესის არასახარბიელოდ წარმართვა, აქ განსაკუთრებული როლი ენიჭება ეროვნულ ბანკს, როგორც ზედამხედველს და მისი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ იყოს ეს პროცესი მონოპოლიზებული ბანკების მიერ და ბანკების ინტერესი არ იდგეს დიდი მიზნის წინააღმდეგობაში. დღეს ამის რისკი არის",- აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები