ეროვნული ბანკი საბანკო სექტორს ახალ მოთხოვნას უწესებს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს განიხილა „ეროვნული ბანკის“ შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ბანკებს შესაძლო ფინანსური კრიზის დაზღვევის მიზნით სარეზოლუციო ფონდში თანხების წინსწრებით მობილიზება მოუწევთ. ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ცვლილებები ეხება ყველა ბანკს, როგორც საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, ისე უცხოური ბანკების ფილიალებს. წარმოდგენილი კანონპროექტით მათ ახალი ბუფერის შექმნა და სარეზოლუციო ფონდში გარკვეული ფინანსური სახსრების წინსწრებით აკუმულირების ვალდებულება უჩნდებათ.