ეროვნული ბანკი საბანკო სექტორს ახალ მოთხოვნას უწესებს. პარლამენტში უკვე ინიცირებულია „ეროვნული ბანკის“ შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ბანკებს შესაძლო ფინანსური კრიზის დაზღვევის მიზნით სარეზოლუციო ფონდში თანხების წინსწრებით მობილიზება მოუწევთ. ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ფონდის შექმნა რეზოლუციის ჩარჩოს ნაწილია, რომელიც ბანკის ფინანსური სირთულეების ადრეული იდენტიფიკაციისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებით შემუშავდა. სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა მიზნობრივ ოდენობას უნდა მიაღწიოს, რომელიც კანონპროექტით განისაზღვრა, რომ დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3%-ს უნდა შეადგენდეს. ამ მოცულობით ფონდის შევსებამდე ბანკებს დრო 2025 წლიდან 2033 წლამდე აქვთ განსაზღვრული. ეროვნულ ბანკში არ ელიან, რომ ბანკებისთვის ახალი რეგულაცია წნეხი იქნება. ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მოქმედ დეპუტატ რომან გოცირიძეს კი მოლოდინი აქვს რომ ახალი ვალდებულების გაჩენა გავლენას იქონიებს საპროცენტო განაკვეთებზე. ანალოგიური კითხვა ჰქონდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესაც.